სამშაბათი, 2017-10-24, 02:31

მოგესალმები Guest | RSS

მთავარი » ფაილები » დღის სიახლეები

სოლვეის კონფერენცია
2008-06-07, 21:51
სოლვეის კონფერენცია (Conseil Solvay) იყო ლეგენდარული პირველი მოწვევის მსოფლიოს უდიდეს ფიზიკოს მეცნიერთა ყრილობა 1911 წელს ორგანიზებული სოლვეის ფიზიკისა და ქიმიის საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ. ინსტიტუტები მდებარეობს ბრიუსელში და დაფუძნებეულია ბელგიელი ინდუსტრიალისტი ერნესტ სოლვეის მიერ 1912 წელს. 1911 წლის წარმატების შემდეგ სოლვეის კონფერენციები ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. ღონისძიება ყოველ სამ წელიწადს ტარდება. 23-ე სოლვეის კონფერენცია ჩატარდა ბრიუსელში 2005 წლის 1-3 დეკემბერს თემაზე: "სივრცისა და დროის კვანტური სტრუქტურა".

ყველაზე განთქმული ამ კონფერენციათაგან იყო 1927 წლის ოქტომბერში ჩატარებული მეხუთე მოწვევა თემაზე: ელექტრონები და ფოტონები, სადაც მსოფლიოს ყველაზე ღვაწლმოსილი ფიზიკოსები შეიკრიბნენ რათა განეხილათ ახლად ჩამოყალიბებული კვანტური თეორია. წამყვანი ფიგურები იყვნენ ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი. 29 დამსწრე მეცნიერიდან 17 მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

კატეგორია: დღის სიახლეები | დაამატა: nazist
ნანახია: 347 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]