შაბათი, 2024-04-20, 16:04

მოგესალმები Guest | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: jimmy  
ფორუმი » განათლება » ფიზიკა » ფიზიკა (ფიზიკა)
ფიზიკა
AQmodiთარიღი: ხუთშაბათი, 2007-11-22, 18:47 | შეტყობინება # 1
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
აქ თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ ზოგადად ფიზიკაზე, რავიცი რაც თქვენ გაგიხარდებათ აინშტაინზე,ნიუტონზე,პასკალზე,ტორიჩელიზე და ასე შემდეგ!!! wink

კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: შაბათი, 2007-11-24, 20:58 | შეტყობინება # 2
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
ტერმინი "ფიზიკა" ბერძნული წარმოშობისაა, φύσις (physis) ნიშნავს "ბუნებას" ან "სხეულს", ხოლო φυσικός (physikos) – "ბუნებრივს".
ფიზიკა არის მეცნიერება ბუნების შესახებ, რომელიც შეისწავლის მატერიალური სამყაროს ზოგად თვისებებს და კანონებს. ამ ზოგადობის გამო, ფიზიკა და მისი კანონები საფუძვლად უდევს მთელ ბუნებისმეტყველებას. მე–20 საუკუნემდე ფიზიკას ნატურფილოსოფიას უწოდებდნენ. შესასწავლი ობიექტების ტიპის მიხედვით ფიზიკა მრავალ დისციპლინად იყოფა. ფიზიკა გახდა ახალი იდეების წყარო, რომელთაც გარდაქმნეს თანამედროვე ტექნიკა: ბირთვული ენერგეტიკა, ქვანტური ელექტრონიკა, რადიოლოკაცია და ა.შ.
ფიზიკა თავისი არსით ექსპერიმენტული მეცნიერებაა. მისი კანონები ემყარება ცდის საფუძველზე დადგენილ ფაქტებს. ეს კანონები რაოდენობრივი თანაფარდობებია და ჩამოყალიბებულია მათემატიკურ ენაზე. განასხვავებენ ექსპერიმენტულ ფიზიკასა და თეორიულ ფიზიკას. ნებისმიერი მოვლენის შესწავლისას ცდა და თეორია თანაბრად აუცილებელია და ურთიერთკავშირშია.

ფიზიკური მატერიის საკვლევი ობიექტებისა და მოძრაობის ფორმების ნაირსახეობათა შესაბამისად ფიზიკა დაყოფილია სხვადასხვა დისციპლინად (დარგებად), რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია ერთმანეთთან. ფიზიკის დაყოფა ცალკეულ დისციპლინებად პირობითია და შეიძლება მოხდეს სხვადასხვა კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

შესასწავლი ობიექტების მიხედვით ფიზიკის დარგებია ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, ატომებისა და მოლეკულების ფიზიკა, აირებისა და სითხეების ფიზიკა, მყარი სხეულების ფიზიკა, პლაზმის ფიზიკა.

შესასწავლი პროცესების ან მატერიის მოძრაობის ფორმების მიხედვით განარჩევენ მექანიკურ მოძრაობას, სითბურ პროცესებს, ელექტრომაგნიტურ მოვლენებს, გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს.

ამის შესაბამისად ფიზიკაში გამოყოფენ მატერიალური წერტილებისა და მყარი სხეულების მექანიკას, უწყვეტი გარემოს მექანიკას, თერმოდინამიკასა და სტატიკურ ფიზიკას, ელეტქროდინამიკას, გრავიტაციის თეორიას, და ველის კვანტურ თეორიას.

კვლევის მიზნების მიხედვით ხანდახან ცალკე გამოყოფენ გამოყენებით ფიზიკას. ცალკეა აგრეთვე გამოყოფილი მოძღვრება რხევებსა და ტალღებზე, რომელიც მექანიკურ, აკუსტიკურ, ელექტრულ და ოპტიკურ რხევებს განიხილავს ერთიანი თვალთახედვით.

თანამედროვე ფიზიკა შეიცავს ფიზიკის ყველა დარგის მომცველ რამდენიმე ფუნდამენტურ ფიზიკურ თეორიას, რომელთა საფუძველია კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია.


კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: შაბათი, 2007-11-24, 20:59 | შეტყობინება # 3
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული

wink


კაი საიტია
 
ფორუმი » განათლება » ფიზიკა » ფიზიკა (ფიზიკა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: