შაბათი, 2017-10-21, 10:54

მოგესალმები Guest | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმის მოდერატორი: jimmy 
ფორუმი » განათლება » ფიზიკა » ნიუტონი (ისააკ)
ნიუტონი
AQmodiთარიღი: კვირა, 2007-11-25, 21:06 | შეტყობინება # 1
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
ისააკ ნიუტონი

ისააკ ნიუტონი (* 4 იანვარი, 1643, სულსთორპი, გრემთემის მახლობლად ― † 31 მარტი, 1727, კენსინგტონი) -- ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი; კავშირშია მეცნიერულ რევოლუციასა და ჰელიოცენტრიზმის განვითარებასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, გავლენიანი მეცნიერი ისტორიაში.

მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი "ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები", სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ხოლო ნაშრომებში გადაადგილების კანონთა შესახებ მან დასაბამი მისცა მეცნიერებას კლასიკური მექანიკის შესახებ. გოტფრიდ ლაიბნიცთან ერთად მას ეკუთვნის წვლილი ინტეგრალური და დიფერენციალური აღრიცხვის განვითარებაშიც. ნიუტონი პირველი იყო ვინც ჩამოაყალიბა დედამიწისა და პლანეტების მოძრაობის მმართველ ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტებზე, რომლებიც წარმოადგენენ ყველა სახის კონუსურ კვეთებს (როგორიცაა ელიფსი, ჰიპერბოლა, პარაბოლა).

ნიუტონმა აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექტრი წარმოჩენილი თეთრი სინათლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა (როგორც როჯერ ბეკონი ამტკიცებდა მე-13 საუკუნეში), და ასევე ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება. ნიუტონმა ასევე განავითარა თბოგამტარობის კანონი, დაამტკიცა ბინომიალური თეორემა, ასევე აღმოაჩინა იმპულსის და იმპულსის მომენტის მუდმივობის კანონები.

ნიუტონს მათემატიკის გენიად მიიჩნევენ. ჟოზეფ ლუი ლაგრანჟის თქმით: "ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად და ასევე ყველაზე იღბლიანი, ვინაიდან სამყაროს სისტემის დადგენა მხოლოდ ერთხელაა შესაძლებელი“.


კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: კვირა, 2007-11-25, 21:08 | შეტყობინება # 2
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
საერთოდ როცა ვახსენებთ ფიზიკას თვალწინ წარმოგვიდგება ნიუტონი!!!
აბაააა


კაი საიტია
 
G2DAთარიღი: ხუთშაბათი, 2007-11-29, 17:17 | შეტყობინება # 3
Colonel
ჯგუფი: Moderators
შეტყობინებები: 17
რეპუტაცია: 0
შენიშვნები: 0%
სტატუსი: გასული
Quote (jimmy)
საერთოდ როცა ვახსენებთ ფიზიკას თვალწინ წარმოგვიდგება ნიუტონი!!!აბაააა

ვისთვის როგორ

 
AQmodiთარიღი: პარასკევი, 2007-11-30, 19:37 | შეტყობინება # 4
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
ყველას ნიუტონი იმიტომ გონია მაგარი ფიზიკოსი რომ მაგის კანონები ყველამ იცის!!!
lol


კაი საიტია
 
ფორუმი » განათლება » ფიზიკა » ნიუტონი (ისააკ)
გვერდი 1 დან1
ძებნა: