სამშაბათი, 2017-10-24, 02:32

მოგესალმები Guest | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმის მოდერატორი: jimmy 
ფორუმი » განათლება » ქიმია » ქიმია (ქიმია)
ქიმია
AQmodiთარიღი: ხუთშაბათი, 2007-11-22, 18:49 | შეტყობინება # 1
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
აქ ისაუბრეთ ქიმიაზე!!! wink

კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: შაბათი, 2007-11-24, 20:55 | შეტყობინება # 2
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
ძნელი სათქმელია, თუ როდის წარმოიშვა პირველად სიტყვა ”ქიმია” და რა აზრს იტევდა იგი თავდაპირველად თავის თავში. ამის შესახებ მრავალ ისტორიკოსს აქვს გამოთქმული საკუთარი ჰიპოთეზა, თუმცა დღემდე არ მოხერხდა საერთო აზრამდე მისვლა.

ტერმინები - ”ქიმია”, ”ქიმიკოსი” ინტენსიურად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში XVII საუკუნიდან მოყოლებული. მრავალ ევროპულ ენაზე სიტყვა ”ქიმიას” იდენტური მნიშვნელობა გააჩნია: chemistry — ინგლისურად, Chemie — გერმანულად, chimie — ფრანგულად, chimica — იტალიურად, quimica — ესპანურად და პორტუგალიურად, kemi — შვედურად და დანიურად, და თურქულად — kimya. ამ ჩამონათვალში ყურადღება მისაქცევია ფუძეზე ”ქემ” ან ”ქიმ”, რომელიც თითოეულ მათგანში ფიგურირებს. შესაძლოა ეს არის ის ადგილი, საიდანაც შეიძლება ტერმინ ”ქიმიის” განსამარტი გასაღების მოძებნა. ზუსტად მსგავსი გზით მიდიოდნენ ისტორიკოსები, რომლებიც ამ პრობლემაზე იმტვრევდნენ თავს, და როგორც ერთ-ერთი მათგანი აღნიშნავდა, სიტყვა ”ქიმია” თანაჟღერადია რამდენიმე ძვ. ბერძნული სიტყვისა. მაგალითად სიტყვა ”ქიმოს”-ის, რომელიც ”წვენს” ნიშნავს. ეს სახელწოდება გვხვდება უძველეს ხელნაწერებში, რომელიც მედიცინასა და ფარმაციას ეხება. ”ქიმა” ან ”ქიუმა” ძვ. ბერძნულად ”დნობას” ნიშნავს და არ არის აზრს მოკლებული იმის ვარაუდიც, რომ ”ქიმია” თავდაპირველი მნიშვნელობით ”ლითონების გამოდნობის ხელოვნებას” ნიშნავდა. აი, ”ქიმევსის”-ი კი ”არევას” ნიშნავს, რაც როგორც ყველას მოეხსენება ერთ-ერთი აუცილებელი პროცესია ქიმიაში, ასე რომ ეს ძვ. ბერძული სიტყვაც შეიძლება მოვიაზროთ ამ ტერმინის პირველწყაროდ.

მრავალი მეცნიერი ცნება ”ქიმიის” სამშობლოდ ძვ. ეგვიპტეს ასახელებს. ძველი ეგვიპტელები სიტყვით ”ქემა” მდინარე ნილოსის ნაყოფიერ ნაპირებს მოიხსენიებდნენ (საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ძველ ბერძნულ ენაში სიტყვა ”ნიადაგი” წარმოითქმის როგორც ”გუმუს”). ამ მოსაზრებას ემხრობოდა ფრანგი ქიმიკოსი მარსელენ ბერტლო, რომელიც თავის თანამოაზრეებთან ერთად ამტკიცებდა რომ ”ქიმია” იმ ცოდნის ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც დედამიწის წიაღის შესწავლასთან იყო დაკავშირებული. გამოთქმული იყო ასეთი ”ეგზოტიკური” მოსაზრება, თითქოს ”ქიმია” წარმოსდგება ძველი ჩინური სიტყვისაგან ”კიმ”, რაც ”ოქროს” ნიშნავს.

ისტორიული წყაროების თანახმად ტერმინი ”ქიმია” იმ მნიშვნელობით, რომელიც, მან დასავლურ ევროპულ ცივილიზაციაში შეიძინა, პირველად გამოიყენა ზოსიმე პანოპოლიტანელმა ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში.


კაი საიტია
 
ფორუმი » განათლება » ქიმია » ქიმია (ქიმია)
გვერდი 1 დან1
ძებნა: