სამშაბათი, 2024-04-23, 13:18

მოგესალმები Guest | RSS

[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: jimmy  
ფორუმი » განათლება » ლიტერატურა » ტაბიძე (გალაქტიონი)
ტაბიძე
AQmodiთარიღი: ხუთშაბათი, 2007-11-22, 19:50 | შეტყობინება # 1
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
აქ თქვენ შეგიძლიათ ისაუბროთ დიდი მგოსნის გალაქტიონის შესახებ!!!

კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: ხუთშაბათი, 2007-11-22, 19:53 | შეტყობინება # 2
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
გალაქტიონ ტაბიძე


გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა 1891 წლის 17 ნოემბერს ვანის რაიონის სოფელ ჭყვიშში.
ჭყვიშში ტაბიძეები 1804 წლიდან დასახლებულან. სოლომონ II მიერ გაცემული „წყალობათა წიგნით“ ირკვევა, რომ ვანში ისინი ხონიდან გადმოსახლებულან.
პოეტის მამა, ვასილ ტაბიძე, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე ყოფილა. იგი 1891 წელს, გალაკტიონის დაბადებამდე რვა თვით ადრე, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა.
დედის მხრიდან გალაკტიონის წინაპრები შერვაშიძეებს (აფხაზეთის მთავრები) ენათესავებოდნენ. პოეტის დედა, მაკრინე ადეიშვილი, სოფელ საპაიჭაოდან იყო. იგი განთლებული, შვილებზე გადაგებული, შრომისმოყვარე ქალი ყოფილა. ადრე დაქვრივებულს სანაქებო პატრონობა გაუწევია შვილებისათვის.
მწიგნობრული ტრადიციების მქონე ოჯახში დაბადებული პოეტი წიგნის სიყვარულით იზრდებოდა. რვა წლის ასაკში დედას იგი ქუთაისში წაუყვანია და დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ სკოლაში შეუყვანია. შემდგომ გალაკტიონმა სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გააგრძელა.
1910 წელს გ. ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა. აქვე შეუდგა ხელნაწერი ჟურნალის - „შუქის“ გამოცემას. გალაკტიონმა სემინარია მალევე მიატოვა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა სოფელ ფარცხნალის სამრევლო სკოლაში. ერთხანს ბათუმშიც მუშაობდა მასწავლებლად. 1911 წელს პოეტი ქუთაისში გადავიდა. ამ პერიოდში თანამშრომლობდა გაზეთების - „კოლხიდას“, „თანამედროვე აზრის“ რედაქციებთან.
1912 წელს გ. ტაბიძემ ლიტერატურულ კონკურსშიც მიიღო მონაწილეობა. მისმა ლექსმა - „უხილავი“ პრემია დაიმსახურა.
გალაკტიონის პოპულარულობა დღითიდღე იზრდებოდა.
1912 წელს გალაკტიონმა ქუთაისში გაიცნო ოლღა ოკუჯავა, რომელიც მისი მეუღლე გახდა.
გალაკტიონის პირველი წიგნი გამოვიდა 1914 წელს.
1916 წელს ქართველ სიმბოლისტთა ჟურნალში „ცისფერი ყანწები“ დაიბეჭდა გალაკტიონის ლექსები, მაგრამ შემდეგ მას უსიამოვნება შეემთხვა ვალერიან გაფრინდაშვილთან და პაოლო იაშვილთან და ჩამოშორდა „ცისფერ ყანწებს“.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე სახელმოხვეჭილი პოეტი იყო, მატერიალურად მეტად უჭირდა... არ ჰქონდა ბინა, რიგიანი ფეხსაცმელი, პალტოც კი არ გააჩნდა.
1918 წელს გალაკტიონმა მოსკოვში სცენისმოყვარულთა ექვსთვიანი სარეჟისორო კურსები დაასრულა.
1922 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „ლომისი“. ამავე პერიოდში გ. ტაბიძემ საკუთარი ლიტერატურული ორგანოც კი დააარსა, რომელსაც „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“ უწოდა.
1921-1924 წლებში საქართველოში მომხდარ ტრაგედიას, რუსული ჯარების შემოსვლას ჩვენს ქვეყანაში, გამოეხმაურა პოემით - „მოგონებები იმ დღეებისა, როცა იელვა“. ჟურნალ „მნათობის“ ის ნომერი, სადაც პოემა დაიბეჭდა, გაანადგურეს (რამდენიმე ცალი გადარჩა მხოლოდ), ხოლო გალაკტიონი მეტეხის ციხეში გამოამწყვდიეს.
ერთხანს გალაკტიონ ტაბიძე „აკადემიურ მწერალთა ასოციაციის“ წევრი იყო, თუმცა მასში აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა.
1928 წელს პოეტის ლიტერატურული მოღვაწეობის 20 წლის იუბილე ჩატარდა, 1933 წელს კი გალაკტიონს სახალხო მწერლის წოდება მიანიჭეს და ოპერის თეატრში ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლისთავიც აღნიშნეს. 1935 წელს გალაკტიონმა მწერალთა ანტიფაშისტურ კონგრესში მიიღო მონაწილეობა და ამ მიზნით პარიზში იმოგზაურა.
1936 წელს პოეტს ლენინის ორდენი მიენიჭა.
მიუხედავად ამ წარმატებული ქრონიკისა, გალაკტიონი ხშირად განიცდიდა უყურადღებობას, როგორც ხელისუფალთა, ისე თანამოკალმეთა მხრიდანაც. ხანდახან პრესაში მტრული გამოხტომები იბეჭდებოდა მის წინააღმდეგ. ყოველივეს დაემატა ისიც, რომ მისი მეუღლე პოლიტიკური ბრალდებით უზბეკეთში გადაასახლეს. მართალია, ოლია ოკუჯავა საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ იგი ხელმეორედ დააპატიმრეს და ამჯერად სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს.
1944 წელს გალაკტიონი მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1959 წლის 17 მარტს პოეტმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე... სამგლოვიარო მსვლელობაში თითქმის მთელი საქართველო მონაწილეობდა.
გალაკტიონის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს.


კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: ხუთშაბათი, 2007-11-22, 19:55 | შეტყობინება # 3
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
გალაკტიონ ტაბიძე

მერი


შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო, თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე – ვინ იცის, ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა –
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ ვისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

1915


კაი საიტია

შეტყობინება შეასწორა jimmy - ხუთშაბათი, 2007-11-22, 19:56
 
AQmodiთარიღი: შაბათი, 2007-11-24, 20:47 | შეტყობინება # 4
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
მე და ღამე

ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება,
სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება.
მთვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს,
სიო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს.
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ,
არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ.
რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული.
ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი,
საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი.
ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე,
ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე.
მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!


კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: შაბათი, 2007-11-24, 20:49 | შეტყობინება # 5
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
არწივებს ჩასძინებოდათ

ჩასძინებოდათ არწივებს,
სთვლემდნენ მუხათა ტოტები,
ბნელ ღამეს ააქარცივებს
მკივანი მიკიოტები.
არწივებს ჩასძინებოდათ,
ბედი არ სთვლემდა ცბიერი:
შორით შორს ალი ჩნდებოდა,
ცეცხლი გორავდა ძლიერი.
ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა,
როგორც ძნას შემოდგომისას.
არწივებს ჩასძინებოდათ,
სიზმრებს ხედავდნენ ომისას.
ცეცხლი, ხავსებით დახალულს,
გზებს ალით შემოამძივებს,
იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს
ჩასძინებოდათ არწივებს;
გამოეღვიძათ არწივებს...
ცეცხლი! - შესძახეს წივილით,
ცეცხლი! - მიდამოც გასწივის,
ცეცხლი! - ტყე ამბობს ტკივილით.
არწივებს გაკიდებული
ფრთებს ცეცხლი გადაეყარა,
ფრთებზე ცეცხლწაკიდებული,
შორით გაფრინდნენ ვეღარა,
იქვე დაეცნენ სამზირად,
გულს თუმც გაფრენა სწადიან,
დაღლილნი, არაგვის პირად
ფრთადაკიდულნი დადიან:
„არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა“.

1916


კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: ორშაბათი, 2007-12-03, 20:26 | შეტყობინება # 6
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
cool

კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: ხუთშაბათი, 2008-05-15, 21:30 | შეტყობინება # 7
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
მთაწმინდის მთვარე
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!


კაი საიტია
 
AQmodiთარიღი: პარასკევი, 2008-05-16, 20:03 | შეტყობინება # 8
Generalissimo
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 95
რეპუტაცია: 1
სტატუსი: გასული
გალაკტიონ ტაბიძე

* * *

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

1917


კაი საიტია
 
ფორუმი » განათლება » ლიტერატურა » ტაბიძე (გალაქტიონი)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა: