კომეტა მოულოდნელად მიმართულებას იცვლის და გეზს დედამიწისკენ იღებს. იწყება ფართომაშტაბიანი პანიკა, ცხადდება საგანგებო მდგომარეობა და ხალხი არმაგედონისთვის ემზადება... მაგრამ კომეტა არ ვარდება, ამის მაგივრად სვლას ანელებს და საბოლოოდ ჩრდილო-დასავლეთით ტბაზე ეშვება. თვალისმომჭრელი თეთრი სინათლიდან 4400 ადამიანი გამოდის. ეს ადამიანები სხვადასხვა თაობიდან და სხვადასხვა ფენებიდან არიან, რომლებიც დაღუპულები ან დაკარგულები ეგონათ... არცერთი მათგანი არ დაბერებულა გაქრობის დღიდან...